-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ცანავა როლანდ ალექსანდრეს ძე (25.VII.1947, თბილისი). ქიმიკოსი, ქიმ. აკად. დოქტორი (1982). დაამთავრა თბილ. 112-ე საშ. სკოლა (1965) და ჩააბარა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე, ფიზ. ქიმიის სპეციალობით (1970) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში უმც. მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე (1970). მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა თსუ-ის ქიმ. კინეტიკის კათედრაზე, მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1974). ც. რ.-მ ჩააბარა თსუ-ის ასპირანტურაში (1976), რომლის კურსიც გაიარა სსრკ მეცნ. აკადემიის ქიმ. ფიზიკის ინ-ტში (დირექტორი-აკად. ნ. ნ. სემიონოვი, ნობელის პრემიის ლაურეატი). მისი ხელმძღვ. იყო ქიმ. მეცნ. დოქტორი ო. მ. სარქისოვი. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „NH2“ რადიკალის რელაკსაცია და ჰეტეროგენული დაღუპვა“ (1982). ამ ნაშრომში ც. რ.-ს მიენიჭა თსუ-ის პრემია. მოგვიანებით მან მიიღო დოცენტის წოდებაც (1992). თსუ-ის ქიმ. კინეტიკის კათედრაზე მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს და იყო სტუდენტთა ლაბორ. სამუშაოების ხელმძღვ. ფიზ. ქიმიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე სადიპლომო ნაშრომი. მუშაობდა თბილ. კავკასიის საერთაშ. უნ-ტში პროფესორის თანამდებობაზე (2006). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. შრომი: „Температурная зависимость скорости релексации колебательной энергии радикала NH2 Ha He CO“ (Сообщения Акад. наук Грузинской ССР, 1981, т. 104, N1); „ჰელიუმით განზავებულ მგრგვინავ ნარევში ალის გავრცელებაზე ტეტრაქლორნახშირბადისა და ტრიეთილამინის ერთობლივი მოქმელების შესწავლა“ (საქ. მეცნ. აკადემიის მოამბე, 1992, N2, ტ.146); „აცეტონთან და აცეტალდეჰილთან წყალბადის ატომთა ურთიერთქმედების ელემენტარული რეაქციების სიჩქარეთა მუდმივების განსაზღვრა“ (საქართველოს ქიმიური ჟურნალი, 2002, ტ.2, N1); „Эффективность применения плаферона при разервноклеточной гиперплазии шейки матки у пациентов репродукцивного и постменопаузального возраста“ (Медицинские новости Грузии, 2004, N2); „Thermal Inhibition of Flame Propagation“ (მოამბე, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, 2019, ტ. 13, N 3).